პერესი: "გამორიცხულია, "ბარსელონა" "ბერნაბეუზე" ვერ ითამაშებს"

9-02-2017, 20:57

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანეთის სამეფო თასის "სანტიაგო ბერნაბეუზე" შესაძლო ჩატარების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ბარსელონა" და "ალავესი" ფინალურ შეხვედრას "სამეფო გუნდის" სტადიონზე ვერ ითამაშებენ.

"სტადიონზე მაისის ბოლოს რეკონსტრუქიცაა დაგეგმილი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თასის ფინალი "ბარსელონასა" და "ალავესს" შორის მადრიდის "რეალის" საშინაო არენაზე არ გაიმართება". - განაცხადა პერესმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია. თასის ფინალი შესაძლებელია "მესტალიაზე", "კამპ ნოუზე" ან "ვისენტე კალდერონზე" შედგეს.

"ბარსელონა" და "ალავესი" სამეფო თასის გამარჯვებულს 27 მაისს გამოავლენენ.

  • beka10
  • 9 თებერვალი 2017 20:57
adrec ase moiqca

  • davit19
  • 10 თებერვალი 2017 13:13
რეალის დედაც

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით