ანჩელოტი: "ნაპოლის" "რეალისთვის" სურპრიზების შეთავაზება შეუძლია"

11-02-2017, 18:09

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონათა ლიგის მოახლოვებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელიც 15 თებერვალს "ნაპოლისა" და მადრიდის "რეალს" შორის გაიმართება.

"თუ გუნდს შეუძლია ერთ თამაშში 7 გოლის გატანა, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. "ნაპოლი" ძალიან ძლიერი გუნდია და მისგან სურპირზები არავის უნდა გაუკვირდეს. იტალიელები ბრწყინავლე სტილში კომბინირებენ და ვფიქრობ ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლიათ პრობლემების შექმნა. არკადიუშ მილიკის დაბრუნება ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის დიდ ძალას წარმოადგენს".

"მადრიდის "რეალს" გარანტირებული არაფერი აქვს და თუ "ნაპოლი" მათ დამარცხებას მოახერხებს, პირადად ჩემთვის ამაში არაფერი გასაკვირი არ იქნება". - აცხადებს კარლო ანჩელოტი.

თავად ანჩელოტის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება.



  • beka10
  • 11 თებერვალი 2017 18:10
დიდებული პპაპა კარლო <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით