წლის ტრანსფერთან ძალიან ახლოს: გვარდიოლამ წარმოუდგენელი შეთავაზება გააკეთა!

12-02-2017, 12:50

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" რეკორდული ტრანსფერის შესასრულებლად ემზადება. "ქალაქელები" ზაფხულში "ტოტენჰემის" 20 წლის ნახევარმცველის დელი ალის სანაცვლოდ მზად არიან 89 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

დელი ალის შეძენა, გარდა "სიტისა", "ბარსელონას", მადრიდის "რეალსა" და "პარი სენ-ჟერმენს" სურთ. გასულ თვეში იგი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიმდინარე კონტრაქტი ახალგაზრდა ინგლისელს "ტოტენჰემთან" 2022 წლამდე აკავშირებს.

ამ მომენტისთვის მსოფლიოს რეკორდული ტრანსფერი პოლ პოგბას სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსიდან" გადაიბირა.

პეპ გვარდიოლა მომავალ ზაფხულს ჯამში 200 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს 

  • beka10
  • 12 თებერვალი 2017 12:52
რეალში გადავა

  • halamadrid
  • 12 თებერვალი 2017 13:09
ციტატა: beka10
რეალში გადავა

mec mase mgonia

  • Ika996
  • 12 თებერვალი 2017 18:09
Arsad wavaa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"საუბარია არა ერთჯერად, არამედ სისტემატიურ ძალადობაზე" - ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატმა განმარტება გააკეთა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით