აგუერო "მანჩესტერ სიტის" ტოვებს

12-02-2017, 14:50

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით, სერხიო აგუერო მომავალ ზაფხულს მზადაა "მანჩესტერ სიტი" დატოვოს. 28 წლის ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას სათამაშო სტილითა და გუნდში საკუთარი როლით უმაყოფილოა.

მიმდინარე კონტრაქტი არგენტინელს ინგლისურ გუნდთან 2020 წლამდე აკავშირებს, რომლის მიხედვითაც კვირაში 200 000 ფუნტის გამომუშავებას ახერხებს. იგი "ქალაქელთა" რიგებში 5 წლის წინ ჩაირიცხა და ორჯერ პრემიერლიგის გამარჯვებულიც გახდა.

სერხიოს მდგომარეობა "სიტიში" მას შემდეგ აირია, რაც გუნდში ბრაზილიელი გაბრიელ ჟეზუსი მოვიდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ხვდება.

მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელმა პრემიერლიგაში 11 გოლი გაიტანა.

  • beka10
  • 12 თებერვალი 2017 14:51
იმედი რეალში არ წავა :)

  • halamadrid
  • 12 თებერვალი 2017 16:43
realsi wava

  • Ika996
  • 12 თებერვალი 2017 18:06
Psgshi moxevs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით