მჭედლიძე "ინტერთან" საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება

12-02-2017, 15:00

დღეს ლევან მჭედლიძის "ემპოლი" იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ერთერთ გამორჩეულ გუნდს მილანის "ინტერს" გასვლაზე დაუპირსპირდება. როგორც იტალიური პრესა გვაუწყებს, აპენინური გრანდის წინააღმდეგ საკუთარ გუნდს ქართველი ლეგიონერი ვერ დაეხმარება.

მჭედლიძეს მცირე ტრავმა აწუხებს და საკუთარ გუნდს მილანში ვერ გაჰყვა. ქართველმა თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში წელს 5 გოლის გატანა მოახერხა. ამ გოლების უმეტესობა მეტოქეთა კარში ქართველმა უკანასკნელ ტურებში გაიტანა.

რაც შეეხება უშუალოდ "ემპოლის", გუნდი სერია ა-ში ამ დროისათვის 22 ქულით მე-17 ადგილს იკავებს და გასავარდნი ზონისგან 8 ქულა აშორებს. მილანის "ინტერი" კი 42 ქულით მე-5 პოზიციაზეა.



  • beka10
  • 12 თებერვალი 2017 15:00
ძაააააააააააააააააააააააააააან ცცუდია

  • tsandro
  • 12 თებერვალი 2017 17:47
არადა ფორმაში იყო

  • ogafa
  • 13 თებერვალი 2017 21:28
გოლსს ველოდებოდი ისეთ ფორმაშია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით