"ნაპოლის" მადრიდში 10 ათასი ფანი გაჰყვება

12-02-2017, 20:51

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს, სადაც 10 000 გულშემატკივარი გაჰყვება.

როგორც იტალიური გამოცემა, Football Italia აცხადებს, 10 ათასი გულშემატკივარი ესპანეთის დედაქალაქში გასამგზავრებლად მზადაა, რათა საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე უქომაგონ.

"ნაპოლის" ულტრასებისთვის 3900 ბილეთი იყო გამოყოფილი, თუმცა, იტალიელებისთვის შეხვედრის დაწყებამდე რამდენი საათით ადრე სპეციალური სალარო გაიხსნება, სადაც შეეძლებათ ბილეთბის შეძენა და საყვარელი კლუბის ქომაგობა. აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლელები სხვადასხვა ტრიბუნებზე გადანაწილდებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაში ფანების გარკვეული ნაწილი აპირებს, რომ მხარი დიეგო მარადონას დაუჭირონ, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი "ნერაძურის" შემადგენლობაში გაატარა.

შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ნაპოლს" შორის დაპირისპირება 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.



magari atmosero iqneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით