რონალდინიო: "ჟესუსს მესის დონეზე თამაში შეუძლია"

13-02-2017, 13:04

მანჩესტერ "სიტის" ახლადშეძენილი თავდამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ ორ ტურში სამი გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.

19 წლის ბრაზილიელის შესახებ კომენტარი ფეხბურთელის ლეგენდარულმა თანამემამულემ, რონალდიონიომ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი ტემპით განვითარების შემთხვევაში მას მესის დონემდეც კი შეუძლია მიაღწიოს.

"სიტიმ ნამდვილად განსაკუთრებული მოთამაშე დაიმატა გაბრიელ ჟესუსის სახით. თამამად შეიძლება თქმა, რომ ის მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დადგება."

"ამჟამად ხსენებულ წოდებას, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი ფლობს, თუმცა გაბრიელი 19 წლისაა და ასეთი ტემპით განვითარების შემთხვევაში ნამდვილად შეუძლია არგენტინელის დონეს მიაღწიოს." - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.

  • tsandro
  • 13 თებერვალი 2017 13:07
მესის არა მგონია მაგრამ მაგარი იგროკი დადგება

  • Donnaruma10
  • 13 თებერვალი 2017 22:04
Ra shterobebs amboben xolme

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსების კომენტარები ქართული კლუბების ევროპალიგიდან გამოვარდნის შემდეგ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით