ბანეგა შესაძლოა ჩინეთში გადაბარგდეს

13-02-2017, 17:34

"ინტერის" ნახევარმცველმა, ევერ ბანეგამ შესაძლოა კლუბი მიმდინარე თვეში დატოვოს.

არგენტინელი ფეხბურთელი "ნერაძურის" სეზონის დასაწყისში, "სევილიადან" შეუერთდა. სეზონის ნახევრზე მეტი უკვე გასულია, მაგრამ 28 წლის ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერი" მზად არის ფეხბურთელი იმ შემთხვევაში გაუშვას, თუ 25 მილიონ ევროს გადაიხდიან.

როგორც Estadio Deportivo იტყობინება, ჩინური კლუბი "ტიანჯინ სონგჯიანი" მზად არის ბანებაგაში აღნიშნული თანხა გადაიხადოს. წყაროს განცხადებით, კლუბის მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კანავარო პირადადაა დაინტერესებული ამ ტრანსფერით.

გარდა ამისა, აზიელები ბანეგას 8 მილიონ ევროს სთვაზობენ წელიწადში ჰონორარის სახით.

მიმდინარე სეზონში ბანეგამ "ინტერის" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.



ჯერ 28 წლისაა და ევროპაში უნდა დარჩეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით