ფაბინიოს დამატება ევროპულ გრანდებს სურთ

14-02-2017, 21:52

ფრანგული "მონაკოს" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, ფაბინიოს შეძენას ევროპული გრანდები ლამობენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელის მამა გააჟღერა.

"ვადასტურებ, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები არაერთ ევროპულ გრანდთან. მათ შორის "სიტისთან", "იუნაიტედთან", "არსენალთან". ფაბინიოს დამატება კატალონიის "ბარსელონასაც" კი სურდა, თუმცა მოლაპარაკებები წინ ვერცერთხელ წავიდა." - განაცხადა ბრაზილიელი ფეხბურთელის მამამ.

შეგახსენებთ, რომ ფაბინიო 2012-15 წლებში მადრიდის "რეალის" საკუთრება გახლდათ, ფრანგული "მონაკოს" ღირსებას კი 2013 წლიდან იცავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გამწარებული სომეხი გულშემატკივრის რეაქცია ქართველი ფენომენის თამაშზე !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით