კალეხონი: "თუ "რეალს" გოლს გავუტან არ აღვნიშნავ"

14-02-2017, 22:13

ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალი" იტალიურ "ნაპოლის" უმასპინძლებს.

სტუმართა რიგებში დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს "სამეფო კლუბის" ყოფილი შემტევი ხოსეპ კალეხონი. ესპანელმა ფეხბურთელმა მომავალი შეხვედრის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გოლის გატანის შემთხვევაში მას არ აღნიშნავს.

"მე მადრიდის "რეალის" და მისი გულშემატკივრების მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ სავსე. გოლის გატანის შემთხვევაში მერწმუნეთ, რომ არ აღვნიშნავ მას."

"ჩემი ოცნება მუდამ გახლდათ "რეალის" მაისურით თამაში და ბედნიერი ვარ, რომ მცირე დროის მანძილზე მაინც ვიცავდი ამ გუნდის ღირსებას. სამწუხაროდ იქ "ნაპოლისგან" განსხვავებით ბევრი შანსი არ მეძლეოდა და ამიტომაც დავტოვე მადრიდი." - განაცხადა ხოსე კალეხონმა.



  • tsandro
  • 14 თებერვალი 2017 22:48
ზატო ბარსას ფანები აღნიშნავენ :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით