გაბრიელ ჟესუსი ტრავმირებულია

14-02-2017, 22:32

"მანჩესტერ სიტისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, გაბრიელ ჟესუსმა "ბორნმუთთან" დაპირისპირების დროს მძიმე დაზიანება მიიღო.

ახალგაზრდა ფორვარდმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა, ტრავმის გამო მას მოედნის დატოვება ნაადრევად, შეხვედრის მე-15 წუთზე მოუხდა.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი აცხადებს, ფეხბურთელს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლვა, რის თანახმადაც, გაბრიელს მარჯვენა ტერფი აქვს მოტეხილი.

ექიმების განცხადებით, ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არ არის, თუ როდის დაუბრუნდება გაზონს 19 წლის ფორვარდი. ვარაუდის თანახმად, ტრავმის აღმოსაფრქველად მას მინიმუმ 3 თვე დასჭირდება.

გაბრიელი მანჩესტერულ კლუბს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, რის შემდეგაც "ქალაქელთა" მაისურით ყველა ტურნირზე 5 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ra udroo dros emartebat ra es travmebi

  • aguero13
  • 17 თებერვალი 2017 14:54
ცუდია.... მონაკოსთან იმედია აგუერო კარგ ფორმაში იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით