"მანჩესტერ სიტიმ" თვალი ლემარის დაადგა

15-02-2017, 14:59

ინგლისელები "მონაკოს" ნახევარმცველით, ტომას ლემარით დაინტერესდნენ.

ლემარი "მონაკოს" 2015 წელს, "კაენიდან" შეუერთდა 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ. დღესდღეობით მისი სატრანსფერო თანხა დაახლოებით 9 ჯერ მეტს, 35 მილიონ ევროს შადგენს.

მანამდე გარვრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელით დაინტერესებულნი "ლივერპული", "ჩელსი", "ატლეტიკო" და "ბაიერნი" იყვნენ. ჭორების თანახმად, ლემარი და "მონაკო" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს არ მართავენ.

L'Equipe-ს განცხადებით, ამჟამად ლემარით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული, რომლის შეძენას ქალაქელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში 21 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა და აქტივში 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

magari fexburtelia dza

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით