ინსინე: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"

16-02-2017, 02:32

"ნაპოლის" გარემარბმა, ლორენცო ინსინემ მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ლორენცომ შეხვედრის დებიუტშივე ანგარიში ლამაზი დარტყმით გახსნა, თუმცა, მადრიდელებმა მას შემდეგ 3 უპასუხო გოლი ტაუტანეს ნეაპოლელებს.

"ვფიქრობ, რომ ჩვენს ბევრს მივაღწიეთ, რადგან ყველა ვიცოდით როგორი გუნდია მადრიდის "რეალი". მეგონა, რომ მშვიდ ფეხბურთს ვითამაშებდით და მეტოქეს შევუტევდით, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა.

მადრიდელებს იტალიაში იოლი გასეირნება არ ელით, ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ და მეტოქეს საკუთარ კედლებში ბევრად ძლიერები და მოტივირებულები დავხვდებით.

მხოლოდ შედეგმა აჩვენა ის განსხვავება, რაც ამ ორ გუნდს შორის არის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია "რეალისთვის". ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ კვლავ გვჯერა საკუთარი თავის." - განაცადა ინსინემ.



dzan gaumartla ra

  • 112
  • 16 თებერვალი 2017 16:21
:D ;D eeeeh :D :D :D :D

  • beqabeqa996
  • 17 თებერვალი 2017 10:20
mougebs napoli da shemdeg turshic gava

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით