"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ჩინეთში მიდის

16-02-2017, 22:23

მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, ლასანა დიარა ამიერიდან კარიერას ჩინეთში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

ფრანგი ნახევარმცველი უკანასკნელად "მარსელის" რიგებში ირიცხებოდა. ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე კი დღეს ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ამიერიდან კარიერას ერთ-ერთ ჩინურ კლუბში, "შენონ ტაინშანში" გააგრძელებს. გამოცემა La Provence-ს ინფორმაციით, 31 წლის ფრანგი ფეხბურთელი წელიწადში 10 მილიონ ევრომდე მიიღებს ხელფასის სახით.

შეგახსენებთ, რომ დიარას შეძენით ზამთარში მანჩესტერ "იუნაიტედი" და ესპანური "ვალენსია" იყვნენ დაინტერესებული, თუმცა როგორც ცნობილია, ორივე მათგანზე უარი თავად ნახევარმცველმა თქვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით