მესისა და გვარდიოლას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

17-02-2017, 18:50

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემები გვამცნობენ, "პარი სენ-ჟერმენთან" მარცხის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ლიდერს ლიონელ მესისა და "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელს პეპ გვარდიოლას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ესპანელი სპეციალისტის "კამპ ნოუზე" შესაძლო დაბრუნებას შეეხებოდა.

როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგადაა ცნობილი, გვარდიოლა "ბარსელონას" 2008-2012 წლებში ავარჯიშებდა და გუნდთან ერთად ჯამში 14 ტიტული მოიპოვა, მათ შორის 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ესპანეთიდან წასვლის შემდეგ სპეციალისტმა სამი სეზონი მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონის დასაწყისში ინგლისური გუნდი ჩაიბარა.

"ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს პეპ გვარდიოლას გუნდში დაბრუნება ძალიან სურს, რადგან ესპანური სპორტული პრესის ინფორმაციით, როგორც ფეხბურთელები, ისევე გულშემატკივრები ლუის ენრიკეს გაწეული სამსახურით უკანასკნელ პერიოდში ძალიან უკმაყოფილოები არიან.

თავად გვარდიოლა კატალონიაში დაბრუნების შესახებ ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

  • beka10
  • 17 თებერვალი 2017 18:51
ვააა რა საინტერესოა

  • tsandro
  • 17 თებერვალი 2017 19:18
ნეტა რაზე დაურეკა დდდ

  • Game over
  • 18 თებერვალი 2017 20:55
Sagol magaria

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით