• 08-07-2023
    "ბარსელონამ" "იუვენტუსს" 2 ფეხბურთელი შესთავაზა
    "ბარსელონამ" "იუვენტუსს" 2 ფეხბურთელი შესთავაზა

    "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" ორ ფეხბურთელს სთავაზობს, - იუწყება SportItalia.

    წყაროს თანახმად, კატალონიურმა გრანდმა "ზებრებს" კლემან ლანგლე და ერიკ გარსია შესთავაზა.

    "ბიანკონერის" პასუხზე არაფერია ნათქვამი, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ პიემონტელები "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანახაზელებით არ იქნებიან დაინტერესებულნი.

    შეგახსენებთ, რომ ლანგლეც და გარსიაც "ბარსას" ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული.

    თუ 28 წლის ფრანგს ლონდონის "ტოტენჰემი" უმიზნებს და "ბლაუგრანა" მოლაპარაკებებსაც აწარმოებს, გარსიას მსურველი ჯერ არ გამოჩენილა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, 22 წლის ესპანელი "ბარსელონას" დატოვებაზე უარს აცხადებს.

    Facebook კომენტარები