• 08-07-2023
    “ფროზინონეს” პრეზიდენტი: “დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი კვერნაძე გაამართლებს”
    “ფროზინონეს” პრეზიდენტი: “დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი კვერნაძე გაამართლებს”

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიურმა “ფროზინონემ” ახლახან 20 წლის ქართველი თავდამსმხელი, გიორგი კვერნაძე დაიმატა.

    “ფროზინონეს” პრეზიდენტმა, მაურიციო სტირპემ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

    “სერია A იმდენად რთული ტურნირი გახდა, ჩვენ შიშით არცერთი გუნდის წინააღმდეგ არ უნდა ვითამაშოთ, მათ შორის პირველ ტურში ნაპოლისთანაც და ასევე ატალანტასთან.

    გიორგი კვერნაძე? ამ მოთამაშეს რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმატებდით, თუ სერია A-ში ავღზევდებოდით და ამის გაკეთება მოვახერხეთ.

    დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი გაამართლებს და ჩვენი მომაკვდინებელი იარაღი გახდება”. - განაცხადა სტირპემ.

    ცნობისთვის, გიორგი კვერნაძის “ფროზინონე” სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში “ნაპოლის” დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები