"სიტის" ხელმძღვანელობა მესისადმი ინტერესს ადასტურებს

19-02-2017, 15:27

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ ზაფხულში კატალონიის "ბარსელონადან" ლიონელ მესის გადაბირებას შეეცდებიან. შეგახსენებთ, რომ არგეტინელი და მისი ამჟამინდელი გუნდი ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან.

როგორც Daily Mirror გვაუწყებს, მესი "სიტის" საზაფხულო სატრანსფერო სიაში პირველ ადგილზე იქნება და მის სანაცვლოდ გუნდი მზადაა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ყველა დროის რეკორდი იქნება.

მესის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2018 წლამდეა გაწერილი, მისი მამა და ძმები რამდენიმე კვირაა უკვე ბარსელონაში არიან და გუნდის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით დეტალები ფართო მასაბისთვის უცნობია.

კატალონიის "ბარსელონამ" ცოტა ხნის წინ ლუის სუარესთან და ნეიმართან კონტრაქტი უკვეე გაახანგრძლივა და როგორც კლუბში ამბობენ, მესის კონტრაქტიც ნებისმიერ ფასად გახანგრძლივდება.

  • beka10
  • 19 თებერვალი 2017 15:28
gamoricxulia gamoricxuli !

  • Ika996
  • 19 თებერვალი 2017 21:50
Messiasdmi interesi romel gunds ar aqvs da meore 100 milioni sul rekordi rogoraa 5fexburteli gaiyida ukve 100 ?milionad

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გამწარებული სომეხი გულშემატკივრის რეაქცია ქართველი ფენომენის თამაშზე !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით