რონალდო: "ყველა ტრავმებზე საუბრუნდა, ამიტომ ვარცხნილობა შევიცვალე"

20-02-2017, 20:18

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდო ლუის ნაზარიომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და მისი ცნობილი ვარცხნილობა გაიხსენა. ბრაზილიელის თქმით, მან სტილი იმიტომ შეიცვალა, რომ ყველა მის ტრავმებზე საუბრობდა, მას კი ამ ყველფრის მოსმენა აღარ შეეძლო.

"იმ პერიოდში ტრავმები ძალიან ხშირად მაწუხებდა და ამით გაწამებული ვიყავი, ყველა გამუდმებით ჩემს ტკივილებზე საუბრობდა, რაც ნამდვილად არ მსიამოვნებდა. ერთ დილასაც გადავწყვიტე, ვარჯიშზე ამგვარი სტილით მივსულიყავი, რამაც თანაგუნდელთა აღფრთოვანება გამოიწვია და ჩვემი ტრავმები არავის ახსოვდა. ეს ვარცხნილობა ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა, ბრაზილია ხომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა". - იხსენებს რონალდო.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია 2:0 დაამარცხა და საკუთარ ისტორიაში საუკეთესოს წოდება მეხუთედ მოიპოვა. რაც შეეხება რონალდოს, იგი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

  • beka10
  • 20 თებერვალი 2017 20:19
sauketeo brazilieli

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით