გუარდიოლა: "ბიელსა ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელია"

21-02-2017, 00:30

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ მარსელო ბიელსაზე კომენტარი გააკეთა, რომელიც "ლილის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ფრანგულმა კლუბმა ბასკ სპეციალისტთან ორ წლიან შეთანხმებას მიაღწია. კონტრაქტი ძალაში 2017 წლის 1-ელ ივლისს შევა.

"მე აღფრთოვანებული ვარ მარსელო ბიელსათი.მას შეუძლია, რომ საშუალო დონის მოთამაშე, უკთესი ფეხბურთელი გახადოს. მე არ მინახავს ისეთი ადამიანი, რომელსაც ბიელსასთან უთამაშია და მასზე ცუდი ეთქვა. მისით ყველა მოხარულია.

ის ყოველთვის მეხმარებოდა, როდესაც ეს მჭირდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი ტიტული მოიგო მან. მწვრთნელებს ხშირად სწორედ ტიტულების მხრივ აფასებენ, მაგრამ ბიელსა მათგან რადიკალურად განსხვავდება. მან ფეხბურთს ბევრი რამ ინდივიდუალურად შესძინა. სწორედ ამიტომ, ის ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში." - განაცხადა პეპმა.

Bielsas pozicia miyvarda :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გამწარებული სომეხი გულშემატკივრის რეაქცია ქართველი ფენომენის თამაშზე !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით