მადრიდში პეპეს ნაცვლად ოტამენდის ეპატიჟებიან

21-02-2017, 02:16

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ცენტრალური მცველი, ნიკოლას ოტამენდი, შესაძლოა, მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს.

29 წლის მცველი "ვალენსიას" რიგებიდან "ქალაქელებში" 2015 წელს გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო კლუბი" გამოცდილი ცენტრალური მცველით ინტერესდება, რომელმაც პორტუგალიელი კეპლერ პეპე უნდა ჩაანაცვლოს.

პრესაში უკვე ბევრი იწერება ევროპის ჩემპიონის კლუბიდან წასვლის შესახებ. მის მომავალს ჟურნალისტები სწორედ ჩინეთს უკავშირებენ და დიდია ალბათობა, რომ 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კეპლერმა მადრიდული კარიერა სეზონის ბოლოს დაასრულოს.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით პრემიერ ლიგაში 20 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მეტოქის კარის აღება ორჯერ მოახერხა.

Kargia, magram uketesis yidva sheudzlkat

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით