ისკოს შესაძენად ბრიტანული გრანდები იბრძვიან

21-02-2017, 16:39

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალისა" და გუნდის ცენტრალური ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გზები სულ მალე გაიყრება.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის შეძენით ბრიტანული გრანდები, მანჩესტერ "სიტი" და ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდნენ. მოგეხსენებათ, ისკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ სად გააგრძელებს კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ. შესაბამისად, ინგლისელებს სურთ, რომ აღნიშნული სიტუაციით ისარგებლონ და ახალგაზრდა ესპანელის გადაბირება მოახერხონ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდას გეგმავენ გუნდები ისკოს სანაცვლოდ. წყაროს ცნობით, მადრიდელებს ფეხბურთელის გაშვება 24 მილიონ ევროდ უნდათ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ალარკონის კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, დიდი ალბათობით "სამეფო კლუბს" ფეხბურთელის დათმობა გაცილებით იაფად მოუწევს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით