ზელინსკი "ბაიერნის" ინტერესთა სფეროში

23-02-2017, 15:00

პოლონური TheNews - ი იტალიურ პრესაზე დაყრდნობით ავრცლებს ინფორმაციას , რომლის თანახმადაც მიუნხენის ''ბაიერნი'' დაინტერესებულია ''ნაპოლის'' 22 წლის პოლონელი ფეხბურთელის , პიოტრ ზელინსკის შეძენით. გავრცელებული ინფორმაციით ბავარიელები ალონსოს შემცვლელს ეძებენ. გერმანელთა ნომერ პირველი სამიზნე მარკო ვერატია , თუმცა იტალიელისთვის ''ინტერი'' და ''იუვენტუსი'' იბრძოლებენ.

რაც შეეხება ''ნაპოლის'' პოლონელ ფეხბურთელს , მისთვის ბრძოლაში ''ბაიერნი'' ნომერ პირველი ფავორიტი იქნება , თუმცა როგორც ცნობილია ნეაპოლური კლუბი ზელინსკის სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვს , რაც საკმაოდ დიდი თანხაა.

''ნაპოლიმ'' ზელინსკი გასული სეზონის ბოლოს 16 მილიონად შეიძინა. 32 მატჩში პოლონელმა გოლის გატანა 5 ჯერ შეძლო , ხოლო საგოლე გადაცემის გაკეთება 6 - ჯერ მოახერხა. ამჟამინდელი მდგოამრეობით ის კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით