ალეგრი: "ალვეში - დაცვის ნათელი მაგალითია"

23-02-2017, 18:16

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის მარჯვენა მცველი, დანი ალვეში შეაქო.

"ბებერმა ქალბატონებმა" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "პორტო" 2:0 დაამარცხეს, სადაც ერთ-ერთი გოლის გატანა ბრაზილიელმა მოახერხა.

"სტეფანს ყვითელი ბარათი ჰქონდა, ამოტომ არ გავრისკე და მისი გაყვანა გადავწყვიტე. ალვეში ჩემპიონია, ფეხბურთელი დიდი ენთუზიაზმით, რომლისთვისაც ყველაფერი შესაძლებელია. მან მოედანზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაცვის ნამდვილი მაგალითია. ალვეში პროფესიონალი ფეხბურთელია." - განაცხადა ალეგრიმ.

"იუვენტუსისა" და "პორტოს" განმეორებითი შეხვედრა 14 მარტს, ტურინში გაიმართება.



am asakshic rakargad yomarobs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით