იტალიური პრესა: "მჭდლიძეს "იუვენტუსის" დადუმება შეუძლია"

24-02-2017, 14:48

25 თებერვალს იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ემპოლის" მიიღებს. სტუმარი გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ლევან მჭედლიძემ უკანასკნელი 2 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა როგორც იტალიური პრესა გვამცნობს, მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ მჭედლიძე სათამაშოდ მზადაა.

მატჩის წინ აპენინურ გამოცემებში ქართველის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. სხვადასხვა გამოცემა აქტიურად წერს, რომ ერთადერთი, ვისაც "ემპოლიდან" ჯანლუიჯი ბუფონს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ლევან მჭედლიძეა. მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა ჩემპიონატში 5 გოლის გატანა მოახერხა, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგია.

ამ მომენტისთვის "ემპოლი" 22 ქულით მე-17 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 8 ქულა აშორებს. რაც შეეხება "იუვენტუსს", მასიმილიანო ალეგრის კრებული სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობს.

საკუთარ იტალიურ კარიერაში ლევანს ჯანლუიჯი ბუფონი ერთხეულ უკვე ჰყავს დამწუხრებული. 2008 წელს, როდესაც ლევანი "პალერმოში" თამაშობდა, გუნდმა "ბებერი სინიორას" დამარცხება 2:1 მოახერხა, გამარჯვების გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.



  • beka10
  • 24 თებერვალი 2017 14:50
vaa dzalian magaria

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით