გვარდიოლას ''მანჩესტერ სიტიში'' დანი ალვეში სურს

24-02-2017, 15:18

DailyMail - ის ცნობით, ''მანჩესტერ სიტის'' თავკაცს მის გუნდში დანი ალვეშის ხილვა სურს, რომელიც ამჟამად ტურინის ''იუვენტუსის'' ღირსებას იცავს და ის ტურინულ კლუბში კატალონიის ''ბარსელონადან'' გასული სეზონის ბოლოს გადაბარგდა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, გვარდიოლამ ''ქალაქელთა'' ბოსებს ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი მოსთხოვა. ესპანელ სპეციალისტს და დანი ალვეშს წარსულში არაერთი წელი უმუშავიათ ერთად ''ბარსელონაში'', სადაც უამრავი ტიტული მოიგეს. მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებთ და როგორც გაირკვა გვარდიოლას კვლავ სურს მასთან ერთად მუშაობა.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამის თაობაზე ტურინის ''იუვენტუსი'', თუმცა იტალიური პრესის ცნობით, მასიმილიანო ალეგრის და დანი ალვეშს ერთმანეთთან კარგი ურთერთობა არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩ.ლიგის  1/8 ფინალურ ეტაპზე ალვეშის მიერ ''პორტოს'' კარში გატანილი გოლის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა ბრაზილიელი მცველი შეაქო და მას სამაგალითო უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით