დიბალას ''იუვენტუსში'' დიდი ხნით სურს დარჩენა

24-02-2017, 15:57

ტურინის ''იუვენტუსის'' 23 წლის არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალას განცხადებით, მას სურს, რომ ამჟამინდელ კლუბში მაქსიმალურად დიდხანს დარჩეს და მიაღწიოს წარმატებებს.

''რა თქმა უნდა მე აღფრთოვანებული ვარ ლეო მესის თამაშით. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ვისაც ფეხბურთი უყვარს, მათ უყვართ ლეო მესის თამაშის ხილვაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ''ბარსელონაში'' გადასვლას ვგეგმავ. არა, ჩემი სურვილია, რომ ''იუვენტუსში'' დიდხანს დავრჩე და მოვიგო ტიტულები სწორედ ამ კლუბთან ერთად.'' - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა La Gazzetta dello Sport - თან ინტერვიუში

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ესპანური პრესა აქტიურად წერდა, რომ დიბალას გადაბირებით ''ბარსელონა'' სერიოზულადაა დაინტერესებული.

  • Geto
  • 24 თებერვალი 2017 16:30
იუვეს ერთ-ერთ ლიდერია პოგბასავით არ უნდა მოიქცეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით