''დორტმუნდი'' და ვეიდენფელერი ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკებენ

24-02-2017, 16:44

გამოცემა ESPN იტყობინება, რომ ''დორტმუნდი'' მზად არის 36 წლის რომან ვეიდენფელერთან მოლაპარაკებები აწარმოოს ახალი კონტრაქტის თაობაზე.

''დორტმუნდის'' სპორტული დირექტორის, მიხაელ ზორკის თქმით, მათ აქამდე არ უსაუბრიათ ვეიდენფელერთან მის მომავალზე. სწორედ ამიტომ, რაც პირველ რიგში უნდა მოხდეს ეს ისაა, რომ დასხდნენ მასთან და ისაუბრონ მომავალზე. კლუბი მზადაა, რომ გერმანელ მეკარეს თანამშრომლობა კვლავ შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ ვეიდენფელერი ამჟამინდელ კლუბში 2002 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ 450 ამდე მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას ამ კლუბთან ერთად მოგებული აქვს გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და სუპერთასი, ასევე გახლავთ 2013 წლის ჩ.ლიგის ფინალისტი.



  • Geto
  • 24 თებერვალი 2017 16:51
36 წლის ასაკში თუ გაუხანგრძლივებენ ამაზე მეტი დაფასება კლუბისგან რავიცი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით