მესის მამამ ბარსელონა დატოვა, მხარეები კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

24-02-2017, 16:51

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერის ლიონელ მესის მამა ხორხე რამდენიმე კვირის განმავლობაში ბარსელონაში იმყოფებოდა და კლუბის წარმომადგენლებთან შვილის კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას მიაღწიეს.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და "ბარსელონას" ძალიან სურს ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაახანგრძლივოს, თუმცა შეთავაზებული პირობები ფეხბურთელისა და მისი ოჯახისთვის მიუღებელია.

ევროული წამყვანი გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მესი ზაფხულში მოლაპარაკებებს რამდენიმე ჩინურ გუნდთან დაიწყებს, ასევე აქტუალურია "მანჩესტერ სიტის" ვარიანტიც, რომელიც მზადაა ლეოს სანაცვლოდ კატალონიელებს 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მიუხედავად ბევრი ინფორმაციისა, "ბარსელონას" ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მესისთან ხელშეკრულებას აუცილებლად განაახლებენ და ამით ყველა მხარე მოგებული დარჩება.

ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში გახდა.

  • beka10
  • 24 თებერვალი 2017 16:52
auu male qnan ra :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით