''რეალმა'' თვალი ედენ აზარს დაადგა

24-02-2017, 17:36

როგორც გამოცემა Metro იუწყება, ფლორენტინო პერესის გეგმებში შედის, რომ 2017 წლის ზაფხულში ''სამეფო კლუბმა'' ''ჩელსის'' ბელგიელი ლიდერი, ედენ აზარი წაართვას.

აზარი ''არისტოკრატებს'' 2012 წელს შეუერთდა და გუნდის ლიდერი გახდა. მან უკვე შეძლო და პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვა, როცა ''ჩელსისთან'' ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო და ახლა ჩემპიონობასთან ისევ ძალიან ახლოსაა. ლონდონური კლუბისთვის აზარი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, შესაბამისად ბელგიელის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება და ამასთან ძნელადსავარაუდოა, რომ კონტეს მისი გუნდის ლიდერთან დამშვიდობება სურდეს, თუმცა ''რეალისთვის'' შეუძლებელი არაფერია, რადგან ამ კლუბის პრეზიდენტს დიდძალი თანხის შეთავაზება შეუძლია.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ''ჩელსი'' აზარის სანაცვლოდ 90-100 მილიონამდე მოითხოვს, რის გამოც შესაძლოა ეს ტრანსფერი არ შედგეს, თუმცა არსებობს სხვა ვარიატნები, რომ გარკვეულ თანხასთან ერთად ესპანელებმა ინგლისელებს რომელიმე ფეხბურთელიც შესთავაზონ.

  • Geto
  • 24 თებერვალი 2017 18:14
რთული ტრანსფერი იქნება

  • halamadrid
  • 24 თებერვალი 2017 19:21
peresi moiyvans

  • kobaxa
  • 25 თებერვალი 2017 15:24
ver vitan aset ragacas sul ert klubshi ro yrian kai fexburtelebs 6 klubis tamashia kide chempionta liga da eg magari sawyenia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით