დონარუმა სრულწლოვანი გახდა

25-02-2017, 12:47

''მილანის'' ახალგაზრდა ტალანტი, ჯანლუიჯი დონარუმა დღეს 18 წლის გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უკვე შეუძლია გააფორმოს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ''მილანთან''.

დონარუმას მიმართ ინტერესს არაერთი დიდი გუნდი იჩენს, რადგან ასეთი მცირე ასაკის მიუხედავად იტალიელი მეკარე საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს ''როსონერიში''. ფეხბურთელის აგენტი დონარუმასთვის ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონის გადახდას ითხოვს, რაც ამჟამინდელი ''მილანისთვის'' საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა კლუბს სურს, რომ მოთამაშე შეინარჩუნოს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ სულ რამდენიმე დღეში ''მილანს'' ახალი, ჩინელი მფლობელები ეყოლება უნდა ვივარაუდოთ, რომ დონარუმასთვის წელიწადში 4 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება.

''დონარუმას კარიერა ფაქტიურად ახლა იწყება. ის ბრწყინვალე მეკარეა და შეუძლია სამომავლოდ მსოფლიოს საუკეთესოც კი გახდეს მის პოზიციაზე. შესაბამისად თუ ''მილანს'' სურს, რომ მისი კარი სწორედ ჯიჯიმ დაიცვას, მაშინ წელიწადში 4 მილიონის გადახდა მოუწევს.'' - განაცხადა მინო რაიოლამ.



  • Geto
  • 25 თებერვალი 2017 12:50
დონარუმა კარიერის ბოლოს მილანისთვის ისე უნდა იყოს როგორც ბუფონია ახლა იუვესთვის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით