კაზემირო კონტეს ინტერესთა სფეროში მოხვდა

25-02-2017, 17:19

გამოცემა goal.com იტყობინება, რომ ლონდონის ''ჩელსი'' დაინტერესებულია მადრიდის ''რეალის'' ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს შეძენით.

აღნიშნული გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ''სამეფო კლუბმა'' და ''არისტოკრატებმა'' მოლაპარაკებები აწარმოონ კაზემირო-აზარის გაცვლის თაობაზეც, რადგან რამდენიმე დღის წინ პრესა აქტიურად წერდა, რომ მადრიდულ კლუბს ედენ აზარის გადაბირება სურს, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდება. დაახლოებით 90-100 მილიონი. ამიტომაც შეასძლოა მოხდეს მოლაპარაკებები გაცვლის თაობაზე, პლუს გარკვეული თანხის დამატებით ესპანელების მხრიდან.

''ჩელსი'' ნახევარდაცვის გაძლიერების მიზნით კაზემიროს გარდა განიხილავს მეორე კანდიდატსაც, საუბარია ''მონაკოს'' ახალგაზრდა ფეხბურთელ ბაკაიოკოზე, რომლისთვისაც ბრძოლაში ლონდონელებს ''მანჩესტერ იუნაიტედი'' შეეცილება.

  • Geto
  • 25 თებერვალი 2017 17:38
ეს და კანტე ერთად სასწაული იქნება

  • Gutihaz14
  • 26 თებერვალი 2017 02:05
Vinmes martla gjerat ro zizu cazes gaushvebs? Masze yavs gundi awyobili,jamesi azari ufro shesadzlebelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით