ობლაკმა შესაძლოა ''ატლეტიკო'' დატოვოს

25-02-2017, 17:35

ბრიტანულ-ესპანური პრესა იტყობინება, რომ ობლაკი შესაძლოა ''ატლეტიკოდან’’ ლონდონის ''ჩელსიში'' აღმოჩნდეს.

იმ შემთხვევაში თუ კურტუა ''არისტოკრატებს'' დატოვებს და ის მადრიდის ''რეალს'' შეუერთდება, ლონდონელები მის შემცვლელად გუნდში ''ატლეტიკოს'' მეკარეს, ობლაკს მოიყვანენ.  თავის მხრივ ესპანური პრესა წერს, რომ ზინედინ ზიდანი კეილორ ნავასით კმაყოფილია, ამისდა მიუხედავად როგორც ჩანს ''სამეფო კლუბი'' კოსტარიკელ მეკარეს მაინც ბელგიელს ამჯობინებს.

კურტუას აგენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ''ამ ეტაპზე ყოველგვარი განცხადებისგან თავს შევიკავებ.'' - განაცხადა აგენტმა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით