მოურინიო ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობს

25-02-2017, 19:58

რამდენიმე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიომ ''ბარსელონას'' სუპერ ვარსკვალვის, ნეიმარის ტრანსფერი მოითხოვა.

DailyMail ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პორტუგალიელ სპეციალისტს ბრაზილიელი შემტევის ხილვა მანჩესტერულ კლუბში ამა წლის ზაფხულში სურს. ნეიმარის სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ დიდია, თუმცა ბრიტანული პრესა ესპანურ SPORT - ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოურინიოსა და ნეიმარს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა.

''ნეიმარი სრულყოფილი ფეხბურთელია. მისი ყოლა ნებისმიერ გუნდს ძალიან წააადგება. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' მომავლის გუნდია, რომელსაც მისნაირი ვარსკვალვები სჭირდება.'' - მოურინიოს სიტყვებს ესპანური 
SPORT ავრცელებს.

  • Diablo-mu
  • 26 თებერვალი 2017 10:22
Magari iqneba

  • trusard
  • 26 თებერვალი 2017 16:19
kaii raa, raiss neimarii. moashorett

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით