რონალდო: "ავტოგრაფის მიცემაზე უარს არასდროს ვიტყვი"

25-02-2017, 20:52

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონის თქმით, იგი გულშემატკივრებს ავტოგრაფის მიცემასა და ფოტოს გადაღებაზე უარს არასდროს ეუბნება.

"მეც ვიყავი ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი და საკუთარი კერპები მყავდა, რომელთანაც ფოტოების გადაღებასა თუ ავტოგრაფის გამორთმევაზე ვოცნებობდი. დღეს მე ცნობილი ვარ, ხალხისგან დიდ ყურედღებასა და სიყვარულს ვგრძნობ და ეს ყველაფერი მაძლიერებს. პირდაპირ ვამბობ, რომ არაცერთ გულშემატკივარს არასდროს ავტოგრაფის მიცემასა და ფოტოს გადაღებაზე უარს არ ვეტყვი". - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ საკუთარი კარიერის განმავლობაში კრისტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დაასახელეს. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მან ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, ხოლო "რეალთან" ერთად ორჯერ მოიგო.

  • beka10
  • 25 თებერვალი 2017 20:52
yvelaze magari kaci <3

  • Diablo-mu
  • 26 თებერვალი 2017 10:26
Magaria CR7

msoflioshi sauketesoo

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით