"სიტიში" ბრავოს ჰანდანოვიჩი შეცვლის

25-02-2017, 22:48

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ახალი მეკარის ძიებაშია. ზაფხულში გუნდში მისულმა ჩილელმა კლაუდიო ბრავომ ესპანელი სპეციალისტის იმედები არ გაამართლა და უკანასკნელ შეხვედრებში პეპი მას სულ უფრო იშვიათად ენდობა.

როგორც ბრიტანული სპორტული პრესა გვაუწყებს, "სიტის" მთავარი მიზანი ზაფხულში "ინტერის" კარის დარაჯიხ სამირ ჰანდანოვიჩის გადაბირება იქნება, რომელიც სრულიად დამსახურებულად პრემიერლიგის ერთერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდას აპირებს მანჩესტერული გუნდი ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ, თუმცა "ნისლიან ალბიონზე" აქტიურად წერენ, რომ სეზონის დასრულებისთანავე "სიტი" მის ტრანსფერზე გადაერთვება.

32 წლის სლოვენიალი მეკარე მილანის "ინტერს" 2012 წელს "უდინეზედან" შეუერთდა.



  • beka10
  • 25 თებერვალი 2017 22:49
დიდებული კიპერია სამირი

  • giokaka810
  • 26 თებერვალი 2017 20:10
nu axla tu handanovici premier ligis sauketeso mekared itvleba ragaa aq salaparako

  • daniels
  • 26 თებერვალი 2017 21:17
arsad ar wava samira

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით