ჰანდანოვიჩის რჩევა დონარუმას

26-02-2017, 13:00

''ინტერის'' 32 წლის სლოვენიელმა მეკარემ, ჰანდანოვიჩმა ''მილანის'' ახალგაზრდა კიპერს, ჯანლუჯი დონარუმას რჩევა მისცა.

როგორც იცით გუშინ, 25 თებერვალს დონარუმა სრულწლოვანი გახდა. მას დაბადების დღეს უამრავი ფეხბურთელი ულოცავდა. გამონაკლისი არ ყოფილა არც მეორე მილანური გუნდის მეკარე, სამირ ჰანდანოვიჩი.

''დონარუმას ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ წარმატებებს. მინდა მას ვურჩიო, რომ ''მილანში'' დარჩეს, რადგან ჯიჯის აქვს უნიკალური შესაძლებლობები და სჭირდება სწორი განვითარება, რათა მან შეძლოს და იბრძოლოს იმისთვის, რომ მომავალში გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. ვფიქრობ, ამისთვის ის ახლა შესაფერის გუნდში იმყოფება.'' - განაცხადა ჰანდანოვიჩმა.



  • Geto
  • 26 თებერვალი 2017 13:05
ფორზა ჯიჯი დონარუმა heart_eyes

  • daniels
  • 26 თებერვალი 2017 21:16
uniwieresi mekarea jiji grande samir

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით