თეთრი ლეგენდა - რაულ გონსალეს ბლანკო

26-02-2017, 15:47

რაულ გონსალეს ბლანკო - დაიბადა 1977 წლის 27 ივნისს. რაული ღარიბ ოჯახში დაიბადა. მისი დედა მდიდართა სახლებში მოსამსახურედ მუშაობდა, ხოლო მამა ელექტრიკი იყო. თავდაპირველად რაული ''ატლეტიკოს'' ბავშვთა სკოლაში მოხვდა, რომელიც მალევე დაიხურა. რაულის მამამ მისი ვაჟი მადრიდის ''რეალის'' ბავშვთა სკოლაში მიიყვანა საიდანაც მისი დიდებული კარიერა დაიწყო.

1992 წელს რაულმა კასტილიაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ''ატლეტიკოს'' წინააღმდეგ, სადაც მისმა გუნდმა 5-0 მოიგო. რაულმა ამ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა შეძლო. ამავე წელს რაულმა ''სან ვისენტეს'' 8 გოლი გაუტანა ერთ მატჩში. 1994 წლის 29 ოქტომბერს შედგა რაულის დებიუტი ''რეალის'' პირველ გუნდში. სადებიუტო მატჩში ''რეალი'' დამარცხდა. მატჩის შემდგომ კლუბის მაშინდელმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა: ''ამ მატჩამდე 2 დღით ადრე მე რაულს ვუთხარი, რომ ის მალე ''რეალის'' პირველ გუნდში ითამაშებდა. მის თვალებში მე შიშს ველოდი, მაგრამ დავინახე დიდი სიხარული და ბრძოლის ჟინი.'' ესპანელი ჟურნალისტები იმ პერიოდში რაულს ფერარის ბოლიდს ადარებდნენ.

დადგა პერიოდი, როცა ახალგაზრდა ფორვარდი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, რის გამოც სამეფო კლუბის იმდროინდელი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ბრაზობდა და აცხადებდა, რომ რაულმა მილიონები იშოვა და კარგ თამაშს მოუკლო. ამის შემდეგ მან რაულს ხელფასიც კი შეუმცირა.

რაულის ასეთი მდგომარეობა არც ჟურნალისტებს და ინჩასებს არ გამოპარვიათ. ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს საშინელი სტატიები რაულზე. პრესა იუწყებოდა, რომ ბლანკო სვამდა და ნარკოტიკებს ეტანებოდა. ამის შემხედვარე გულშემატკივრები სტვენით ეგებებოდნენ რაულს და მის მიმართ სიყვარული უცებ სიძულვილმა შეცვალა.

ამ დროს რაულმა ფოტომოდელი სანსი გაიცნო, რომელზეც მან იქორწინა. დაოჯახებამ რაულზე დადებითად იმოქმედა. მისმა მეუღლემ მას დიდი ფსიქოლოგიური დახმარება გაუწია, რის გამოც რაული მისი მადლიერი იყო და ამას არასდოს მალავდა.რაული მალე ფორმაში შევიდა. ის არაჩვეულებრივი სილამაზის გოლებს იტანდა და თითქმის ყველა გოლს მის მეუღლეს უძღვნიდა. კლუბის ხელმძღვანელები ამ ფაქტმა იმდენად გაახარა, რომ მას ხელფასი უმალვე მოუმატეს და კონტრაქტიც 2006 წლამდე გაუხანგრძლივეს.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც იგი ჩინებულ მატჩებს ატარებდა, მაგრამ მას მალე აქაც შეექმნა პრობლემა. ფეხბურთელს პასიურობას აბრალებდნენ, რის გამოც ლუის არაგონესის ესპანეთის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მას თითქმის აღარ იძახებდნენ. 2008 წელს ის ევროპის ჩემპიონატზეც არ წაიყვანეს.

ერთი წლით ადრე 2007 წელს ''რეალის'' ახალი მწვრთნელი შუსტერი გახდა. ესპანელ ფორვარდს ნაკრებში ხშირად სხვა პოზიციაზე უწევდა თამაში, რის გამოც მის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენდა, მაგრამ სამეფო კლუბშ შუსტერმა მას ზუსტად შეურჩია ადგილი და რაულმა კვლავ გაიბრწყინა. ყველა ფიქრობდა, რომ რაულს მისი ნაკრებისთვისაც შეეძლო დიდი სარგებელის მოტანა, მაგრამ არაგონესმა ის აითვალწუნა და მაინც არ იძახებდა ნაკრებში. სამფეო კლუბში რაულმა 1994 დან 2010 წლამდე ითამაშა. იქ მან ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 6 ჯერ მოიგო. გახდა ''ჩემპიონთა ლიგის'' გამარჯვებულიც სამჯერ. 4 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 2 საკონტინენტთაშორისო თასი. ორჯერ გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ამდენჯერვე ''ჩემპიონთა ლიგის''. 2007-2008 წლებში გახდა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი. 2014-15 წლის სეზონის დაწყებამდე წლების მანძილზე იყო ''ჩემპიონთა ლიგის'' ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ ამჟამად მას ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდუმ გადაასწრეს და ის მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

2010 წელს მას ''რეალის'' დატოვება მოუწია და 2 სეზონი ''შალკეში'' გაატარა. ლეგენდარული ესპანელი გერმანელებმა დიდი სიყვარულით მიიღეს. ის ახალ კლუბშიც ჩინებულად გამოიყურებოდა. გერმანიაში მან 2 ტიტული მოიგო (DFB-Pokal: 2010–11 & DFL-Supercup: 2011). შემდგომ მან 2 სეზონი ''ალ - სადიში'' გაატარა და გახდა კიდევ 2 ტიტულის მფლობელი (Qatar Stars League: 2012–13 & Emir of Qatar Cup: 2014).

რაული 2 ჯერ გახდა ''პიჩიჩის'' მფლობელი. ''ჩემპიონთა ლიგის'' საუკეთესო ფორვარდად დასახელდა 3 ჯერ. ''რეალში'' მან 323 გოლის გატანა მოახერა და ჩაატარა 741 მატჩი. 228 გოლი მან ლა ლიგაში გაიტანა. 550 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში. 150 მატჩი ევროტურნირებზე. 5 ჯერ გახდა ლა ლიგის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი.

საბოლოოდ კი რაულის კარიერა 2015 წელს ‘’ნიუ-იორკ კოსმოსში'' დასრულდა. მას მის მშობლიურ ‘’რეალში’’ გამოსამშვიდობებელი მატჩიც მოუწყვეს, სადაც დიდი კაპიტანი საბოლოოდ დაემშვიდობა ქომაგებს.

  • Geto
  • 26 თებერვალი 2017 17:24
დიდი კაცი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით