"რეალმა" ისკოს შემცვლელი იპოვა

26-02-2017, 16:26

დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველი, ისკო ალარკონი კლუბს დატოვებს და რომელიმე ინგლისურ გრანდს შეუერთდება. როგორც ჩანს, "სამეფო კლუბს" ესპანელი ნახევარმცველის შემცვლელი უკვე მოძიებული ჰყავს.

გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, მადრიდელებმა თვალი მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ტიაგო ალკანტარას დაადგეს. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნეს ლა ლიგაში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს. ის ერთ დროს კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას იცავდა. ამას გარდა, ალკანტარა თავისი სათამაშო სტილით საკმაოდ ჰგავს ისკოს. შესაბამისად, ესპანეთის დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ 25 წლის ფეხბურთელი იდეალურად ჩაანაცვლებს თავის თანამემამულეს.

აქვე გეტყვით, რომ ალკანტარას შეძენით მანჩესტერ "სიტიც" არის დაინტერესებული. "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავის დროზე მოახერხა და ფეხბურთელი "ბარსელონადან" მიუნხენის "ბაიერნში" გადაიყვანა. შესაბამისად, "რეალის" მესვეურებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა ტიაგო ალკანტარა თავის გუნდში გადაიყვანონ.

  • tsandro
  • 26 თებერვალი 2017 16:39
კაი ბიჭია :)

  • Ika996
  • 26 თებერვალი 2017 18:06
Tu gamovida super transferi iqneba

  • temotemo9
  • 26 თებერვალი 2017 22:24
isco c kai mament

  • Diablo-mu
  • 27 თებერვალი 2017 09:00
Isco jobia chemi azrit

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით