ჯეკოს მატჩის წინა განცხადება

26-02-2017, 18:15

დღეს 23:45 საათზე იტალიის სერია ა - ს ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ''ინტერი'' საკუთარ მოედანზე ''რომას'' უმასპინძლებს

''ეს მატჩი პინციპულად მნიშვნელოვანია. ამასთან ჩვენ ძალიან გვჭირდება 3 ქულა, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა სკუდეტოსთვის და ''იუვენტუსთან'' სხვაობა შევამციროთ. ახლა ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და ვფიქრობ სანახაობრივი მატჩი იქნება, თუმცა ''რომა'' მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავა და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა შევძლო და ''ნერაძურის'' კარი ავიღო, რაც ცხადია რთული იქნება.'' - განაცხადა ''მგლების'' თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ

შეგახსენებთ, რომ ამ წუთისთვის რომაული კლუბი მე - 2 ადგილს 56 ქულით იკავებს , ხოლო ''ინტერი'' 48 ქულით მე - 5 პოზიციაზეა. 



  • Geto
  • 26 თებერვალი 2017 18:18
სავარაუდოდ ფრედ მორჩება

  • daniels
  • 26 თებერვალი 2017 21:15
aravis gaerwo edin jan!!! :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით