მესის საყვარელი სტადიონი "ვისენტე კალდერონია"

26-02-2017, 22:10

როგორც იცით, დღეს გაიმართა ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკომ" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

კატალონიელთა რიგებში მეორე, გადამწყვეტი გოლის ავტორი ლეო მესი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგიანი დარტყმის წყალობით "ვისენტე კალდერონი" ამიერიდან არგენტინელის "საყვარელ" სტადიონად იქცა. კერძოდ, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სტუმრად ყველაზე მეტი გოლი მესის სწორედ "ატლეტიკოს" კარში აქვს შეგდებული. ეს რიცხვი კი 13-ს უტოლდება.

საინტერესოა, რომ 29 წლის ფორვარდის მეორე საყვარელი სტადიონიც მადრიდში მდებარეობს. კერძოდ, ლეო მესის "ვისენტე კალდერონის" შემდეგ ყველაზე მეტი გატანილი გოლი მადრიდის "რეალის" საშინაო არენაზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" აქვს შეგდებული - 12.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით