ბრიტანული პრესა: "აგუეროს "რეალში" თამაში სურს"

27-02-2017, 13:55

როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun გვამცნობს, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ თავდამსხმელს სერხიო აგუეროს კარიერის გაგრძელება მადრიდის "რეალში" სურს. "სიტიში" გაბრიელ ჟეზუსის მისვლის შემდეგ სახმრეთ ამერიკელის პოზიციები მეტნაკლებად შეირყა.

გამოცემის ინფორმაციით, "რეალი" მზადაა აგუეროს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს და ძირითად შემადგენლობაში ადგილი შესთავაზოს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ერთი მადრიდული კლუბის ღირსებას უკვე იცავდა. ინგლისში გადასვლამდე იგი "რეალის" მტრის, "ატლეტიკოს" რიგებში ასპარეზობდა.

2011 წელს აგუერო 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" შეუერთდა და ამის შემდეგ პრემიერლიგა ორჯერ მოიგო, ასევე გახდა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.

The Sun-ის ცნობით, მოლაპარაკებები აგუეროსა და მადრიდის "რეალს" შორის აქტიურ ფაზაში ზაფხულის დასაწყისიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდის მიმართ ინტერესს ლონდონური კლუბები, "ჩელსი" და "არსენალიც" იჩენდნენ.

  • beka10
  • 27 თებერვალი 2017 13:55
namdvlad sainterso ifnormaciaa

  • PEREGRINE
  • 27 თებერვალი 2017 23:56
raac aar mgoonia realshi gadmoviides,, mitumetees atleeshii nataamasheevii

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით