"ატლეტიკოს" ბოსი: "მესის შეძენას ვცდილობთ"

27-02-2017, 16:21

მადრიდის "ატლეტიკოს" აღმასრულებემა დირექტორმა ესპანურ მედიასთან საუბარში საინტერესო განცხადება გააკეთა. ენრიკე სერეცომ ჟურნალისტებთან ხუმრობით განაცხადა, რომ გუნდი ლიონელ მესის ტრანსფერზე მუშაობს.

ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "ატლეტიკო" "ბარსელონასთან" 1:2 დამარცხდა, სერეცოს პრესის წარმომადგენლებმა გუნდში შექმნილი ვითარების შესახებ კითხვა დაუსვეს და ასევე დასძინეს, რა ბედი ელის სეზონის შემდეგ დიეგო სიმეონეს, რომლის "როხიბლანკოდან" წასვლის საკითხი სულ უფრო აქტიური ხდება.

"ატლეტიკოს" ბოსმა მწვავე შეკითხვებზე თავის არიდება ფოკუსის ლიონელ მესიზე გადატანით მოახერხა.

"გუნდი ლიონელ მესის ტრანსფერზე მუშაობს, სხვა ყველაფერი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია". - განაცხადა სერეცომ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონეს გარდა, შესაძლოა "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანმა დატოვოს, რომლის ტრანსფერიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან რეალურია.

  • beka10
  • 27 თებერვალი 2017 16:33
magari kacebi arian dzn :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით