რამოსი: "ეს რომ მესის ეთქვა, გასაკვირი იქნებოდა"

27-02-2017, 21:05

ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" დრამატულ ბრძოლაში "ვილიარეალი" გასვლაზე 3:2 დაამრცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ზიდანის გუნდი 2:0 აგებდა, თუმცა სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალება სწრაფადვე მოახერხა.

განსაკუთრებით სკანდალური მადრიდელთა მიერ გატანილი მეორე გოლი აღმოჩნდა. საკუთარ საჯარიმოში "ვილიარეალის" ერთერთ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბევრი ქომაგისა და სპეციალისტის აზრით, იმ მომენტში არბირტს სხვაგვარად მოქცევაც შეეძლო. ეპიზოდი კომენტარის გარეშე არ დატოვა კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ, რომლის აზრითაც, მსაჯები "რეალის" სასარგებლოდ მოქმედებენ.

პიკეს კომენტარი უპასუხოდ არ დატოვა "სამეფო კლუბის" კაპიტანმა და ესპანეთის ნაკრებში ხერარდის თანაგუნდელმა სერხიო რამოსმა.

"პიკემ ამ ყველაფრის შესახებ განცხადება გააკეთა? არ მიკვრის, ის ხომ ხშირად აქტიურობს. ეს განცხადება მესის რომ გაეკეთებინა, გასაკვირი ის იქნებოდა". - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო "ბარსელონა" მეორე პოზიციას იკავებს.

  • beka10
  • 27 თებერვალი 2017 21:08
au magrrad ukbina xerards

  • Ika996
  • 28 თებერვალი 2017 06:58
Pike ukve zedmetad akritikebs msajebs da daawynaroa federaciam tavi kaci gonia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით