"რეალის" მატჩის არბიტრი შეხვედრის შემდეგ გუნდის ლოგოთი გამოჩნდა (ფოტო)

28-02-2017, 01:30

ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრამ, რომელშიც მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "ვილიარეალი" 3:2 დაამარცხა, ფეხბურთის ექსპერტებსა და გულშემატკივრებს შორის აზრთა სხვდასხვაობა გამოიწვია.

"სამეფო კლუბი" შეხვედრაში 0:2 მარცხდებოდა, თუმცა სიტუაციის გამოსწორება სწრაფადვე მოახერხა. განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი "რეალის" მეორე გოლმა გამოიწვია. არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ "ვილიარეალის" საჯარიმოთი ხელით თამაშის გამო პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად კრისტიანო რონალდომ გარდასახა. ბევრის აზრით, იმ სიტუაციაში მანსანოს სხვაგვარად მოქცევაც შეეძლო.

მატჩის შემდეგ არბიტრი ესპანურ მედიას ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ოპერატორებმა საინტერესო კადრის დაფიქსირება მოახერხეს. მანსანოს ხელში ჩანთა ეჭირა, რომელზეც მადრიდის "რეალის" ლოგო იყო გამოსახული. კატალონიურმა მედიამ ეს ფაქტი განსაკუთრებით მგრძნობიარედ აღიქვა.

  • beka10
  • 28 თებერვალი 2017 01:30
federacia realze mushaobs !

katoloniuri presa mgrznobiarea zaan : d

ახალი ამბავი არაა,რო ესპანეთში მეფიდან დაწყებული ფედერაციით დამთავრებული რეალს ემხრობა:) :) მეფეს კი სერიოზული გავლენა აქვს მოგეხსენებათ:) :) ბარსა კიდე ამბოხია მათ მიმართ და ამიტომაც ებრძვიან ყველანაირად..

  • datka100
  • 28 თებერვალი 2017 03:00
რა სისულელა

  • Ika996
  • 28 თებერვალი 2017 07:01
ციტატა: ბელესო
ახალი ამბავი არაა,რო ესპანეთში მეფიდან დაწყებული ფედერაციით დამთავრებული რეალს ემხრობა:) :) მეფეს კი სერიოზული გავლენა აქვს მოგეხსენებათ:) :) ბარსა კიდე ამბოხია მათ მიმართ და ამიტომაც ებრძვიან ყველანაირად..

Kai gache :D ra ambaxo ra mefe. Mefe prosta yavt rogorc chven margvela da arafers aketebs. Dakataloniissakitxipolitikuri temaa. Wlebbis ganmavlobashibarsasamartlianad igebs la ligas da axla mounda mefes ragaceebi?

  • rename
  • 28 თებერვალი 2017 09:25
ჩანთა კი არა პოლიეთილენის პარკია.რომელიც მილიონობით იყიდება ესპანეთში.

ციტატა: rename
ჩანთა კი არა პოლიეთილენის პარკია.რომელიც მილიონობით იყიდება ესპანეთში.

  • kuso
  • 28 თებერვალი 2017 18:05
Titqmis igive situaciashi bavarias ardaunishnes penali,roca arsenalis motamashes xelze moxvda burti da mimartuleba sheucvala.bevri aprotestes bavarielebma magram amaod...

  • BeBeRo
  • 1 მარტი 2017 02:19
ეს ხო რეალია :) ინგლისის ჩემპიონატს უყურეთ და რა პენლებს არ დებენ ნახეთ, როცა რეალს სჭირდება ეგრევე საჯარიმოში შეხება პენალდოა ☺

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით