''მანჩესტერ იუნაიტედის'' ქომაგები გრიზმანის ტრანსფერში დარწმუნებულები არიან

28-02-2017, 11:49

''წითელი ეშმაკების'' გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ გრიზმანი აუცილებლად შეუერთდება მათ გუნდს ამა წლის ზაფხულში.

გულშემატკივრებს ასე ფიქრის საშუალება ფრანგი ფეხბურთელის ძმამ, თეო გრიზმანმა მისცა, რომელიც ''მანჩესტერ იუნაიტედის'' დიდი გულშემატკივარია და ის საკუთარი ტვიტერის პოსტების მეშვეობით ხშირად გამოხატავს მხარდაჭერას ამ გუნდის მიმართ.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ იუნაიტედმა ინგლისის ლიგის თასი მოიგო, რაც ასევე არ გამოჰპარვია ანტუან გრიზმანის ძმას და გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ძალიან უხარია მანჩესტერული კლუბის ეს წარმატება. შესაბამისად ფანები ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი თავის ძმას ანტუან გრიზმანს დაარწმუნებს, რომ ''ატლეტიკო'' უნდა დატოვოს და უფრო დიდ გუნდში ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადავიდეს.

  • Geto
  • 28 თებერვალი 2017 13:48
არა ეს კი მაგარია მაგრამ ზლატანი თუ რჩება კიდევ 1 წლით სკამდე დასაჯდომად არ დარჩება და ამას და იბრას როგორ ათამაშებენ ნეტა

  • trusard
  • 28 თებერვალი 2017 18:13
chemi azrit kai iqnebaa. grizmani zlatana marsiali an reshpo .

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით