კონტეს ბონუჩი ''ჩელსიში'' სურს

28-02-2017, 16:02

უკვე დიდი ხანია რაც პრესა წერს, რომ ''ჩელსის'' მთავარ მწვრთნელს მისი ყოფილი შეგირდის, ლეონარდო ბონუჩის ხილვა ლონდონურ კლუბში სურს.

გამოცემა TheSun - ის ცნობით, კონტე პირადად გაესაუბრა ''იუვენტუსის'' მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისაც ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. თუ აღნიშნულ გამოცემას ვენდობით, ტურინელები ახალ მცველს ეძებენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს იტალიური კლუბის ღირსების დაცვას და მისი შემცვლელის ძიება დიდხანს არ მოუწევთ.

ამისთვის ტურინელებს თანხა სჭირდებათ. ზემოთხსენებული გამოცემა იტყობინება, რომ შესაძლოა იუვე ბონუჩის გაყიდვას დათანხმდეს იმ შემთხვევაში თუ ''არისტოკრატები'' 29 წლის მცველში 42 მილიონს გადაიხდიან.



  • Geto
  • 28 თებერვალი 2017 16:06
29 წელი პატარა ასაკი არ არის და რთულია ასეთი ასაკის მქონე ფეხბურთელში 42 მილიონის გადახდა მაგრამ ბონუჩი იმდენად სტაბილურია და მაღალი დონის რომ ალბათ მაინც ღირს ერთი 3-4 სეზონი კიდევ გაქაჩავს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით