სიმეონემ "არსენალისა" და "ინტერის" შეთავაზება უარყო

28-02-2017, 16:19

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ევროპული ფეხბურთის გრანდების ლონდონის "არსენალისა" და მილანის "ინტერის" შეთავაზებები უარყო. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტი "როხიბლანკოში" კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში დარჩება.

ცოტა ხანში "ატლეტიკო" ახალ სტადიონზე გადადის და როგორც ესპანური სპორტული მედია გვაუწყებს, სიმეონეს სურს გუნდი "ვანდა სტადიონზე" პირველად მან გაიყვანოს. აღნიშნული არენა 70 000 ადამიანზეა გათვლილი.

დიეგო სიმეონე "ატლეტიკოში" 2012 წელს მივიდა. გუნდის მთავარი წარმატებები სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. მადრიდულმა გუნდმა 2014 წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ასვე იმარჯვა უეფას ევროპის ლიგასა და სუპერთასზე. ორჯერ "როხიბლანკო" ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი დამარცხება "რეალმა" მოახერხა.

სავარაუდოდ არგენტინელი კლუბთან ახალ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.



  • beka10
  • 28 თებერვალი 2017 16:19
ატლეტიკოს სიმბოლოა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით