2009 წელს "ბარსელონა" ანანიძის მიმართ ინტერესს გამოთქვამდა

28-02-2017, 23:34

2009 წელს ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა იმ დროისთვის 17 წლის ჯანო ანანიძის შეძენას ცდილობდა. გავრცელებული ცნობებით, მსოფლიო ფეხბურთის გრანდი მოლაპარაკებებს ანანიძის ოჯახთან აწარმოებდა.

აი, რას წერდა 2009 წელს კატალონიური Mundo Deportivos რეპორტიორი ფრანსესკ აგილარი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

"საქართველო ტალანტების ქვეყანაა, ერთერთი ასეთი ტალანტი 17 წლის ჯანო ანანიძეა, რომელიც მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას იცავს და ეროვნულ ნაკრებში ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით დებიუტი უკვე ჰქონდა. მის მიმართ ინტერესს უკვე იჩენს რამდენიმე გრანდი და დარწმუნებული ვარ ჯანოს წინ სერიოზული კარიერა ელოდება".

2009 წლის შემოდგომაზე, პრესის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" წარმომადგენლებსა და "ბარსელონას" მესვეურებს შორის ანანიძის საკითხზე შეხვედრა ესპანეთში გაიმართა, თუმცა რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდულ აკადემიაში 2007 წელს ჩაირიცხა, ხოლო ძირითადი გუნდის მაისური პირველად 2009 წელს მოირგო. 2013/14 წლების სეზონში ქობულეთელი ფეხბურთელი "როსტოვში" გაანათხოვრეს, რომელთან ერთადაც რუსეთის თასის მოგება მოახერხა.

ანანიძის კარიერის საწყის ეტაპზე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ის თამაშს რუსეთის ნაკრებში დაიწყებდა, თუმცა ფეხბურთელმა საკუთარი სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ მკაფიოდ დააფიქსირა.

  • beka10
  • 28 თებერვალი 2017 23:35
saintereso cnobaa

  • Ika996
  • 1 მარტი 2017 06:51
Iyos sparakshi ar icis a aris kariera

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით