ზიდანი: "პიკეს განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევთ"

28-02-2017, 21:38

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "ლას პალმასი" 3:2 დაამარცხა, კომენტარი "სამეფო კლუბის" მოსისხლე მტრის კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურლმა მცველმა ხერარდ პიკემ გააკეთა.

პიკეს განცხადებით, მსაჯები ყოველთვის მადრიდული გუნდის მხარეს იჭერენ და ფეხბურთის ფედერაციას სურს, ესპანეთის ჩემპიონი წლევანდელ სეზონში "რეალი" გახდეს.

პიკეს განცხადება კომენტარის გარეშე არ დატოვა ზინედინ ზიდანმა. "ლას პალმასთან" შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ის და მისი ფეხბურთელები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას იმას, რასაც პიკე ლაპარაკობს.

"პიკეს საუბარი ბევრი რამის შესახებ შეუძლია. ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება უბრალოდ არ ღირს, მე და ჩემი ფეხბურთელები მხოლოდ ყოველ შემდეგ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი". - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატს მადრიდის "რეალი" ლიდერობს, ხოლო "ბარსელონა" მეორე პოზიციას იკავებს.

  • beka10
  • 28 თებერვალი 2017 21:41
დზალიან სოლიდური კაცი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით